16:23 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-22 13:37:47, 625 ნახვა

პოლიტიკა
სუბარი: მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გადააბიჯა იმ ზღვარს, რასაც ქართული სახელმწიფო ეყრდნობა

NDI -ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების  ლეგიტიმაციის პრობლემა არ არსებობს, - ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა ყიზილაჯლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, "ნაცმოძრაობის" ლიდერები ყიზილაჯლოში ხელმეორედ სიტუაციის დაძაბვას ვერ მოახდენენ.

„ეს არის „რუსთავი 2“-ის და მისი ხელმძღვენელობის მოგონილი მორიგი სიცრუე. NDI -ის განცხადებაში არაფერი მსგავსი არ ეწერა. არჩევნები ჩატარდა ისეთ მშვიდ გარემოში,  როგორც არასდროს ჩატარებულა. იყო რადენიმე დარღვევა და ყველა პასუხს  აგებს,  ვინც ამ დარღვევებში მონაწილეობდა, ვერანაირი „ნაცმოძრაობის“ ლიდერები, რომლებიც აქ არიან, ვერ მოახდნეენ ხელმეორედ ვითარების დაძაბვას და ძალადობის პროვოცირებას. მაშინ რაც გააკეთეს, არა მხოლოდ უბნის დარბევა და პოლიციელებზე თავდასხმა იყო, არამედ მათ გადააბიჯეს იმ ზღვარს, რომლის მიღმა ძალიან სერიოზული საფრთხეები იწყება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

როგორც სუბარმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა იმამკულიევმა პირადად გადააბიჯა იმ ზღვარს, რასაც ქართული სახელმწიფო ეყრდნობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics