16:22 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-22 11:20:23, 642 ნახვა

პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი: ბაკურციხე ტურისტული და საგანმანათლებლო ცენტრი უნდა გახდეს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი სოფელ ბაკურციხის მოსახლეობას შეხვდა და კარდაკარ რამდენიმე ოჯახი მოინახულა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ბაკურციხელების პრობლემები მოისმინა. ამასთან,  მათ სამომავლო გეგმები, მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

„ბაკურციხეს უდიდესი პოტენციალი აქვს რაიონში საგანმანათლებლო და ტურისტული ცენტრი გახდეს. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოდ ამ პოტენციალის სრულად ასათვისებლად,“- აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მოსახლეობის აზრით, როდესაც დეპუტატობის კანდიდატი სტუმრობს თითოეული ადამიანის ოჯახს მათი პრობლემების მოსასმენად, ეს ნიშნავს, რომ პირადად საზოგადოებისგან მოისმენს ყველა იმ საკითხს, რაც აწუხებს ხალხს. 

„სასიხარულოა, როდესაც დეპუტატობის კანდიდატი პირადად ეცნობა სოფლებში არსებულ პრობლემებს და მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციას ამყარებს. იმედს ვიტოვებ, რომ შეხვედრის ეს ფორმა ტრადიციულ სახეს მიიღებს“, - აღნიშნა ბაკურციხელმა ოთარ სამადაშვილმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics