15:23 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-22 10:00:22, 607 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო-ს ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

ცესკო-ს ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 8:00 საათიდან გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს.

როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, №48-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებიან დამკვირვებლები, მედიის და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები; შესაბამისად მუშაობს რამდენიმე ვიდეოკამერა.

ანა მიქელაძემ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს მიმართა თხოვნით, საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას შექმნან ისეთი პირობები, რომ ამომრჩევლებმა შეუფერხებლად შეძლონ საკუთარი საარჩევნო უფლების განხორციელება.

„მარნეულის მუნიციპალიტეტის №48-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 1 436 ამომრჩეველი, ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამივე  საარჩევნო უბანზე ჯამში 2 844 ამომრჩეველია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საქართველოს პარლამენტის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით  განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობას იღებს 6 კანდიდატი, მარნეულის საარჩევნო ოლქში - 8 კანდიდატი, ხოლო გამგებლის არჩევნების განმეორებით კენჭისყრაში - 4 კანდიდატი.

დღეს, მთელი დღის განმავლობაში მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ასევე ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი (cesko.ge). მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ, მოგვაწოდონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, საღამოს 8:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

დღის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობის შესახებ და ასევე გაგაცნობთ მონაცემებს ამომრჩეველთა აქტივობის თაობაზე.

მინდა მოვუწოდო ამომრჩევლებს აქტიურობისკენ, ვინაიდან თითოეული მათგანის ხმა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics