16:09 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-21 15:56:28, 709 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში 4 ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში ოთხ ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა. ინანიშვილის, იმერეთის, დაისის ქუჩებსა და ღრმაღელეს I შესახვევში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის, ნაძალადევის რაიონის გამგეობამ, ბიუჯეტიდან 527 281ლარი გამოყო. ოთხივე ქუჩის საერთო ფართობი 9 455 კვ.მ.-ია.

რეაბილიტირებული ქუჩები ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა დავით გოგიძემ მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„ნაძალადევში ბევრია ისეთი ქუჩა, სადაც 40-50 წელია ასფალტის საფარი არ დაგებულა. სწორედ ასეთ ქუჩებს ვაკეთებთ კაპიტალურად. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია,“ - განაცხადა დავით გოგიძემ.

იმერეთის ქუჩაზე და ღრმაღელეს I შესახვევში გზის საფარის რეაბილიტაციამდე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემა. დაისის ქუჩასა და დაისის I და II შესახვევში კი წყალსადენის ქსელის ამორტიზებული მონაკვეთები შეკეთდა. რაც შეეხება ინანიშვილის ქუჩას, საგზაო სამუშაოების დაწყებამდე 83 მ სიგრძის გზის დამჭერი საყრდენი კედელიაშენდა, რომლის ღირებულებამაც 303 988 ლარი შეადგინა. კედლის მშენებლობის დასრულების შემდეგ ქუჩაზე დაიგო ასფალტის საფარი.

(NS)

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
აქციაზე გზის გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics