|
2016-10-20 20:29:40, 941 ნახვა
პოლიტიკა
ბერძენიშვილი: რუსი დეპუტატების აღფრთოვანება 6 ადგილით, რომელიც ინაშვილმა მოიპოვა, გადაჭარბებულია
„თუ იმას მოვუსმენთ, რას ამბობს ინაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თავისი წარმომავლობის შესახებ, სერიოზულად ამ პარტიის აღქმა მარტო რუს დეპუტატებს და ქართველი ამომრჩევლის იმ ნაწილს შეუძლია, ვინც ხმა ერაკლე მეფის, დავით აღმაშენებლის და მაჰმადის ერთდროულ შთამომავალს, ბატონ თარხან-მოურავს მისცა“, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა "ესქსპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა. როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, „რუსი დეპუტატების აღფრთოვანება, იმ 6 ადგილით, რომელიც ირმა ინაშვილმა მოიპოვა, გადაჭარბებულია“. "6 კაცი, თან აქ ხარისხზეც არის ლაპარაკი, მაინც და მაინც გავლენას ვერ მოახდენს. რაც შეეხება "ქართულ ოცნებას" მას აქვს დეკლარირებული პროდასავლური კურსი და მათ იმით მიაღწიეს წარმატებას, რომ თქვეს "ჩვენ არ გვჭირდებიან "რესპუბლიკელები" და "თავისუფალი დემოკრატები"" ევროპასთან სალაპარაკოდ. ვიღაცამ ეს დაიჯერა. მათ გაცემული აქვთ პირობა და თუ ისინი ამ კურსს გადაუხვევენ, ეს ძალიან სერიოზული პრობლემა იქნება. არ მგონია, რომ "ოცნება" ამ კურსს გადაუხვევს, მაგრამ მათ რიგებში რომ არიან პრორუსულად განწყობილი ცალკეული პიროვნებები, ამაში ეჭვი არ მეპარება. უბრალოდ სახელებით და გვარებით ვიცი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველო ამერიკული და ევროპული ფულით რუსეთისკენ გაუხვევს, რამე არ შეეშალოს", - განაცხადა ბერძენიშვილმა. მისივე თქმით, საქართველო რუსეთთან ურთიერთობას ვერ გააუმჯობესებს, სანამ ისინი ოკუპანტები არიან. "შეიძლება იყოს მცდელობა, რომ მოიხსნას ვიზები, გაიზარდოს ვაჭრობა, ტურიზმი, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობა ვერ აღდგება. ჩვენი ახალგაზრდობა ელოდება ევროინტეგრაციას და ძალიან გვიხარია, რომ ქუთაისიდან მილანში 9 ევროდ შეგვიძლია გავფრინდეთ, ამიტომ არ გვაღელვებს 200 ევროიანი რეისები მოსკოვში", - აღნიშნა ბერძენიშვილმა "ექსპრესნიუსთან" საუბარში.
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)