|
2016-10-19 11:11:42, 587 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2016 წლის რთველის შედეგები შეაჯამა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2016 წლის რთველის შედეგები შეაჯამა. მიმდინარე წელს კახეთისა და რაჭის რეგიონებში 114 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. ღვინის კომპანიებს ყურძენი 19 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავლებმა 100 მილიონ ლარს მიაღწია. კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 113,5 ათასი ტონა ყურძენი. მთლიანობაში კახეთის რეგიონის მევენახეების შემოსავალმა 97 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. მუნიციპალიტეტების მიხედვით: გურჯაანი 35,8 ათასი ტონა; თელავი-29,2 ათასი ტონა; ყვარელი-22 ათასი ტონა; საგარეჯო-9,6 ათასი ტონა; სიღნაღი-7,1 ათასი ტონა; ახმეტა-5 ათასი ტონა, ლაგოდეხი-2,8 ათასი ტონა და დედოფლისწყარო-2 ათასი ტონა; გადამუშავებულია 65 ათასი ტონა რქაწითელი, 42 ათასი ტონა საფერავი, 3 ათასი ტონა კახური მწვანე და 3.5 ათასი ტონა სხვა ყურძნის ჯიშები. 2016 წელს რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებული 195 კომპანიიდან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში მონაწილეობდა 178 კომპანია. სახელმწიფო საწარმო სს „აკურას“ მიერ გადამუშავებულია საერთო გადამუშავებული რაოდენობის 27%, რაც უკანასკნელი 3 წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. რაჭაში ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში მონაწილეობდა 24 კერძო ღვინის მწარმოებელი კომპანია. სულ გადამუშავდა 513 ტონა ყურძენი: „სახვანჭკარე“ ჯიშები ალექსანდროული და მუჯურეთული-497 ტონა, სხვა ჯიშები-16 ტონა. ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად, რაჭის მევენახეების შემოსავალმა 2,5 მილიონი ლარი შადგინა. ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომოპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე სუბსიდია გაიცემოდა: რქაწითელსა და კახურ მწვანეზე-1 კგ-0,45 ლარი; საფერავზე-1კგ-0,20 ლარი; მუჯურეთული/ალექსანდროულზე-1კგ-2 ლარი. კახეთისა და რაჭის მევენახეებს ამ დროისთვის სუბსიდიის სახით უკვე მიღებული აქვთ 22,5 მლნ ლარი.
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პირობები გაამკაცრა
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)