|
2016-10-17 13:43:46, 685 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი: გიორგი ბარამიძის განცხადება შემოგდებულ თემას ჰგავს
„ქართული ოცნების“ წევრის გია ვოლსკის შეფასებით, გიორგი ბარამიძის განცხადება იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ეროვნულ ფორუმთან“, „თავისუფალ დემოკრატებთან“ და „რესპუბლიკელებთან“ გაერთიანებას აპირებდა, „შემოგდებულ თემას ჰგავს“. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ არანაირი მოლაპარაკება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების მხრიდან არ მიმდინარეობდა. „დარწმუნებული ვარ იმ პოზიციაში, რაც გააჩნიათ “თავისუფალი დემოკრატების” საპარლამენტო ფრაქციის თითოეულ წევრს, ერთის გამოკლებით. “ფორუმის“ განწყობაც ვიცი, ჩვენ ერთად ვისხედით 4 წლის განმავლობაში, გვერდი-გვერდ. ზუსტად ვიცი ფორუმელების განწყობა ბევრ საკითხთან დაკავშირებით. „რესპუბლიკელების“ განწყობაც ჩემთვის ცნობილია, ერთად გავატარეთ დიდი ხანი. ჩვენ ინფორმაცია ამის შესახებ არ გვქონდა, რადგან ასეთი რამ არ არსებობდა. ეს არ არის ისეთი საკითხი, რომელიც იმალება, თუ ღრმად კონსპირაციული მოლაპარაკებები არ მიმდინარეობდა”,- განაცხადა ვოლსკიმ. ამასთან, მისივე თქმით, გიორგი ბარამიძის განცხადება „შემოგდებულ“ თემას გავს. „არანაკლები ანალიზის უნარი გვაქვს, ვიდრე ბარამიძეს. განცხადება ამასთან დაკავშირებით შემოგდებულ თემას გავს, ვერ გაარკვევ რა მიზნით, ეგენი ხომ ღრმად და ყოვლისმომცველად ფიქრობენ. შეიძლება გია ბარამიძეს თავის ჩანაფიქრი აქვს კონსპირაციულ-საინტერესო-ანალიტიკური, რომ რაღაცა დივიდენდი მიიღოს მათმა პარტიამ, მაგრამ ძალიან უნიათო ჩანს“, -აღნიშნა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გია ბარამიძის განცხადებით, პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის", "ეროვნული ფორუმისა" და "თავისუფალი დემოკრატების" გაერთიანებაზე კულუარული საუბრები იყო, თუმცა ოფიციალურ მოლაპარაკებამდე საქმე არ მისულა.
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)