|
2016-10-15 11:57:41, 831 ნახვა
პოლიტიკა
ენმ: უკრაინის შესახებ რეზოლუციისთვის მხარის არდაჭერა საქართველოსთვის საზიანოა
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს განმარტოს, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მხარდამჭერ ორ რეზოლუციას. როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, „საქართველოს დელეგაციის ქცევა პირდაპირ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“. „ქართული ოცნების დეპუტატების მტკიცებით ისინი კენჭისყრის დროს შვეიცარიის დელეგაციას ხვდებოდნენ. გარდა იმისა რომ საქართველოსთვის ასეთი მნიშვნელობის კენჭისყრის დროს ნებისმიერი შეხვედრა არასაპატიო მიზეზია - რადგან შეხვედრის დრო შეიძლება შეიცვალოს - კენჭისყრის შედეგებიდან ირკვევა რომ შვეიცარიის დელეგაციის წევრებს რეზოლუციებისთვის მხარი აქვთ დაჭერილი. ამრიგად, ქართული ოცნება კიდევ ერთხელ იქნა მხილებული უტიფარ და საქართველოსთვის საზიანო ტყუილში. გარდა ამისა, აშკარაა, რომ საქართველოს დელეგაციას არაფერი არ გაუკეთებია იმისათვის რომ ამ რეზოლუციებში - რომლებიც რუსეთის ქმედებების შეფასების თვალსაზრისით უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯია - რაიმე ფორმით დაფიქსირებულიყო საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის და დევნილთა დაბრუნების თემატიკა. შეგახსენებთ რომ თავის დროზე, როცა მოხდა ასამბლეაზე რუსეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა, ჩვენი მეცადინეობის შედეგად რუსეთის მიმართ წარდგენილი მოთხოვნების ნუსხაში ჩაიწერა საქართველოსთან მიმართებაში რეზოლუციების შესრულების მოთხოვნა. აქვე უნდა აღინიშნოს რომ ორივე რეზოლუცია ისტორიული მნიშვნელობისაა რადგან მათში რუსეთის ქმედებები პირდაპირაა აღწერილი როგორც „აგრესია“ ხოლო ყირიმი და აღმოსავლეთ უკრაინა გამოცხადებულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად სადაც ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებლად მთლიანად გამოცხადებულია ოკუპანტი სახელმწიფო. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ქცევა არის არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ პირდაპირ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. სამწუხაროდ, ამ, ისევე როგორც სხვა პრინციპულ შემთხვევებში, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა მოიქცა როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს სატელიტი“, - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)