12:30 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-14 12:25:49, 733 ნახვა

პოლიტიკა
რატიანი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე: რაც მოხდა საქართველოს ძვირად დაუჯდება

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის სერგო რატიანის შეფასებით, ის, რომ საქართველოს დელეგაციამ, უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციაზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, „სტრატეგიული მოკავშირის ღალატია". 

როგორც რატიანმა აღნიშნა, ეს ქმედება საქართველოს ძვირად დაუჯდება.

"ეს არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის და ჩვენი სტრატეგიული ინტერესების ღალატი. ეს ძვირად დაუჯდება საქართველოს. საქართველოს ხელისუფლება ამ დღეებში ძალიან ცუდად იქცევა საერთაშორის ასპარეზზე. ის კიდევ უფრო გადაიხარა რუსეთისკენ. რაც საქართველოს დელეგაციამ გააკეთა, ეს არის სამარცხვინო ფაქტი",- განაცხადა რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში მანანა კობახიძის, ეკა ბესელიას, ზვიად კვაჭანტირაძისა და გუგული მაღრაძის მონაწილეობით იმყოფება.

საქართველოს დელეგაციამ უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, კენჭისყრას დეპუტატები არ დასწრებიან.

ცნობისთვის, დელეგაციის ერთ -ერთი წევრის ზვიად კვაჭანტირაძეს განცხადებით, კენჭისყრის დროს საქართველოს დელეგაცია შვეიცარიის დელეგაციას ხვდებოდა და შესაბამისად დარბაზში არ იმყოფებოდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics