|
2016-10-13 13:46:50, 657 ნახვა
პოლიტიკა
ალმაზბეკ ატამბაევი: ვფიქრობ, ყირგიზეთმა ბევრი რამ შეიძლება ისწავლოს საქართველოსგან
ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის განცხადებით, ყირგიზეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარს უჭერს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ატამბაევმა აღნიშნა, ის დემოკრატიული ცვლილებები და ღირებულებები, რომლებიც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში გაიარა, ყირგიზეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „ის დემოკრატიული ცვლილებები და ღირებულებები, რომლებიც საქართველომ გაიარა ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანია ყირგიზეთისათვის, რომელიც თავის მხრივ უკვე 25 წელია აშენებს დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ყირგიზეთმა ორჯერ გაიარა სერიოზული გამოცდა და ამ რყევებმა გავლენა იქონია ჩვენს ქვეყანაზე, მაგრამ დღეს ჩვენ ვამკვიდრებთ დემოკრატიულ ღირებულებებს, მაგრამ უკვე საპარლამენტო და საპრეზიდენტო რესპუბლიკის ფარგლებში.ჩვენ მზად ვართ შემდგომი ნაბიჯები გადავდგათ, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს საპარლამენტო სისტემა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს მოხდება დეკემბერში.დღეს ჩვენი დღის წესრიგი მოიცავდა ყველაზე მრავალფეროვან საკითხებს და განვიხილავდით ძალზედ გულწრფელად და მეგობრულ ატმოსფეროში. გუშინ ჩვენ გულწრფელად ვისაუბრეთ ბატონ მარგველაშვილთან“,-განაცხადა ყირგიზეთის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ყირგიზეთსა და საქართველოს შორის დღევანდელი ტვირთბრუნვა დამაკმაყოფილებელი არ არის. „ჩვენ განვიხილეთ ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები. დღევანდელი ტვირთბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის არ არის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ შეხვედრის დროს, დღეს და გუშინ ჩვენ აგრეთვე განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის პერსპექტივები, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების რეფორმა, აგრეთვე ტურისტული პოტენციალის გაზრდა, ერთობლივი საწარმოების ჩამოყალიბება, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა და ასევე, სხვა სფეროებში შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები. მე ვფიქრობ, რომ ყირგიზეთმა ბევრი რამ შეიძლება ისწავლოს საქართველოსგან, ბევრი მიმართულებით და მე აქ მინდა მადლობა გადავუხადო თქვენს ქვეყანას, რადგან თქვენი სახელმწიფო ორგანოები საჯარო რეესტრი, საბაჟო სამსახურები დღემდე უკვე ბევრ რამეს სწავლობენ და ისწავლეს საქართველოსგან. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თქვენგან გამოცდილების გაზიარებას.ცალკე ვისუაბრეთ ჰუმანიტარულ, კულტურულ საკითხებზე. ჩვენ გვაქვს უკვე რაღაც გეგმები მომავლისათვის. წელს მაგალითად აქტიური მონაწილეობა მიიღეს ქართველმა სპორტსმენებმა მეორე მსოფლიო მომთაბარეთა ასპარეზობაში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს პერსპექტივები და ვიმედოვნებ, რომ ყველა ეს წარმატება იქნება საწინდარი ჩვენი შემდგომი თანამშრომლობისა“,-განაცხადა ალმაზბეკ ატამბაევმა. მან გიორგი მარგველაშვილს მადლობა გადაუხადა მოწვევისთვის და მცხეთობის დღესასწაული მიულოცა. „კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო გიორგი გულთბილი მიღებისათვის და კიდევ ერთხელ მინდა გულწრფელად მოგიწვიოთ ყირგიზეთში“,-დასძინა ატამბაევმა.
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)