|
2016-10-13 12:49:16, 705 ნახვა
პოლიტიკა
„მინდა დავარწმუნო ბატონი კალაშნიკოვი, რომელიც იმედოვნებს, რომ „ოცნება“ საგარეო პოლიტიკურ ვექტორებს გადახედავს - ეს არ მოხდება“
„მინდა დავარწმუნო ბატონი კალაშნიკოვი და მისი ის კოლეგები, რომლებიც იმედოვნებენ, რომ „ქართული ოცნება“ გადახედავს საგარეო პოლიტიკურ ვექტორებს - ეს არ მოხდება“, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის განცხადებაშია აღნიშნული. მისი თქმით, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, დასავლელ პარტნიორებთან აქტიური და ეფექტური თანამშრომლობა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პრიორიტეტია და იგი პასუხობს საქართველოს მოსახლეობის სურვილს. „საქართველოში ჩატარდა ყველაზე სამართლიანი, გამჭვირვალე და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები, რის გარანტიასაც „ქართული ოცნება“ იძლეოდა. ამას არა მარტო საქართველოს მოქალაქეები აღიარებენ, არამედ ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია ერთხმად საუბრობს, საიდანაც 420 დამკვირვებელი იყო წარმოდგენილი. არჩევნების წარმატებით ჩატარებისათვის საქართველომ უკვე მიიღო მილოცვა ამერიკელი და ევროპელი პარტნიორებისაგან. უახლოეს პერიოდში გაიმართება არჩევნების მეორე ტური, რის შემდეგაც „ქართული ოცნება“ ჩამოაყალიბებს მთავრობას, რომელსაც ასევე, დიდი ნდობა ექნება საქართველოს მოსახლეობის მხრიდან და ჩვენს უცხოელ პარტნიორებში პატივისცემას დაიმსახურებს. „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა, 2012 წლიდან მოყოლებული, რაციონალიზმზე, პრაგმატიზმზე და სტრატეგიული პარტნიორების ინტერესების გათვალისწინებაზეა ორიენტირებული, მაგრამ პირველ რიგში, ის ორიენტირებულია საკუთარ ნაციონალურ ინტერესებსა და ფასეულობებზე. საქართველოს დასავლური კურსი ჩვენი მოსახლეობის ისტორიულ არჩევანს წარმოადგენს. „ქართულმა ოცნებამ“ ამ გზაზე უკვე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და იგი აუცილებლად მოიპოვებს კიდევ დიდ გამარჯვებებს. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20%, აქაც ჩვენი ქვეყნის მთავრობა ატარებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც სრულად პასუხობს ეროვნულ ინტერესებს. კერძოდ, ის ეფუძნება მყარ პრინციპულ პოზიციას სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე. ხოლო საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი შემოთავაზებულ იქნა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ. ამ საკითხთან დაკავშირებით, მე ყურადღება მივაქციე რუსეთის დუმის დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნებით თითქოს ჩვენმა მოსახლეობამ უარი თქვა დასავლურ კურსზე. ბატონი კალაშნიკოვის ეს განცხადება სრულიად მოწყვეტილია რეალობას. შესაძლოა მას დაავიწყდა, რომ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველომ მოახდინა პროდასავლური იდეალების დეკლარირება, თუმცა რუსეთთან მიმართებაში დაუშვა ძალიან ბევრი შეცდომა, რომ არაფერი ვთქვათ დანაშაულებზე, მათ შორის დათმობებზე სხვადასხვა პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში. სწორედ ექს-პრეზიდენტის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიიღო რუსეთმა კონტროლი საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიულ სფეროებზე. უკვე აღარაფერს ვამბობ 2008 წლის ტრაგედიაზე. ამგვარად, მინდა დავარწმუნო ბატონი კალაშნიკოვი და მისი ის კოლეგები, რომლებიც იმედოვნებენ, რომ „ქართული ოცნება“ გადახედავს საგარეო პოლიტიკურ ვექტორებს - ეს არ მოხდება. საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, დასავლელ პარტნიორებთან აქტიური და ეფექტური თანამშრომლობა არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პრიორიტეტი და იგი პასუხობს საქართველოს მოსახლეობის სურვილს. სწორედ კალაშნიკოვის მიერ ნახსენები ორიენტაციის ცვლილების შესაძლებლობა პასუხობს სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს“, - ნათქვამია თედო ჯაფარიძის განცხადებაში.
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)