11:45 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 11:14:41, 614 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტს გაფართოებულ ფორმატში შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშილი ყირგიზეთის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევს გაფართოებულ ფორმატში შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით,  შეხვედრისას საუბარი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხს შეეხო.

საქართველოს პრეზიდენტმა ყირგიზეთის პრეზიდენტს სტუმრობისათვის, საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის  მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ პირთა უფლებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც, პრეზიდენტის განცხადებით, აუარესებს და ართულებს მცოცავი ოკუპაციის პრობლემა.

რეგიონში საქართველოს როლი, ტრანსრეგიონული თანამშრომლობის განვითარება,  ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხები იყო.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება" და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისათვის. მისივე თქმით, საქართველო, როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ხიდი, მზადაა პარტნიორებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს ევროინტეგრაციის სიკეთეები და გაუზიაროს მათ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სარგებელი.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე ტურიზმის განვითარების პერსპექტივებსაც.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელევა, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი,  პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ასევე ყირგიზეთის სახელმწიფო დელეგაციის წევრები ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერლან აბდილდაევი, შინაგან საქმეთა მინისტრი კაშკარ ჯუნუშალიევი, საგანგებო სიტუაციების მინისტრი კუბატბეკ ბორონოვი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ელვირა სარიევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics