|
2016-10-12 16:49:39, 888 ნახვა
პოლიტიკა
ცინცაძე: ალასანიასა და ივანიშვილს შორის შავმა კატამ გაირბინა და მის „პახმელიაზე“ გამოვიდა მთელი პარტია
„თავისუფალი დემოკრატები“ კიდევ რამდენიმე ლიდერმა დატოვა, რომლებიც ამ ეტაპზე სამომავლო გეგმებზე არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ სადაც არ უნდა იყვნენ, ქვეყნის ინტერესებს მოემსახურებიან. ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს გაურიგდნენ. ასევე მედიაში დაიწერა იმის თაობაზეც, რომ შესაძლოა, ევროინტეგრაციის მინისტრის პოსტი ვიქტორ დოლიძემ დაიკავოს, რომელიც ამჟამად აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტია და ამ სფეროში გამოცდილი კადრია. „ექსპრესნიუსი“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ექსპერტ სოსო ცინცაძეს ესაუბრა. ცინცაძე არ ფიქრობს, რომ „ოცნების“ ხელმძღვანელობა „თავისუფალ დემოკრატებს“ მინისტრის პოსტებს დაურიგებს, თუმცა არც გამორიცხავს მას. ცინცაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები მართლაც „ოცნების“ ჩინოვნიკები გახდებიან, ეს დადასტურება იქნება იმისა, რომ მათთვის პოლიტიკა კეთილდღეობის ერთადერთი წყაროა: „არ მგონია, „ოცნების“ ხელმძღვანელობა გრაფ მონტე კრისტოს გულუხვობას იჩენდეს, რომ მინისტრის პოსტები დაურიგოს, არა მგონია, თუმცა გამორიცხული არ არის. მაგრამ პრაგმატიზმია მიზეზი. ე.ი. ამ ხალხისთვის პოლიტიკა იყო კეთილდღეობის ერთადერთი წყარო. ეს საერთო ტრაგედიაა ქართული პოლიტიკური სპექტრის.როდესაც ადამიანისთვის კეთილდღეობის ერთადერთ წყაროდ პოლიტიკა იქცევა, ამას უკვე ბიზნესის სუნი უდის. თუ ამ ხალხმა დაიწყო „ოცნების“ სტრუქტურაში სამსახური, მაშინ გამოდის, რომ მაგათი მთელი წინასაარჩევნო კამპანია, მაგათი ოპოზიციონერობა, ეს ყველაფერი კონიუქტურული ყოფილა-არა შინაგანი რწმენა ამ ხალხის, არამედ გზა ხელისუფლებისაკენ, საშუალება ხელისუფლებისაკენ მისვლის, რადგან ეს ღირსებას არ შემატებს არც ერთ მათგანს. ერთია, როდესაც მიდის პოლიტიკიდან და საერთოდ აღარაფერი არ უნდა, არც პოზიციასთან, არც ოპოზიციასთან არ სურს პოლიტიკასთან საერთო ჰქონდეს და ვთქვათ წავა კერძო ბიზნესში, წავა მეცნიერებაში სადღაც, მაგრამ როდესაც მიდიხარ ოპოზიციიდან ხელისუფლებაში თანამდებობაზე, აქ უკვე ზნეობრივ კომპრომისთან გვაქვს საქმე, მაგრამ ეს მხოლოდ ჭორია და უბრალოდ არმინდა, რომ ასე მოხდეს“,-განაცხადა სოსო ცინცაძემ. მისივე შეფასებით, „თავისუფალი დემოკრატების“ ოპოზიციაში წასვლის მიზეზი პრინციპების, ფასეულობებისა და ღირებულებების შეუთავსებლობა არ იყო: „ აქ იყო პირადული ფაქტორი. ისინი შემთხვევით მოხვდნენ ოპოზიციაში.შემთხვევითი ოპოზიციონერები იყვნენ. უბრალოდ, ალასანიასა და ივანიშვილს შორის შავმა კატამ გაირბინა რატომღაც და ალასანიას პახმელიაზე გამოვიდა მთელი პარტია“,-აღნიშნა ცინცაძემ. ამასთან, სოსო ცინცაძის განცხადებით, მისთვის ირაკლი ალასანიას არგუმენტი, რის გამოც პოლიტიკური საქმიანობა შეწყვიტა, არადამაჯერებელია. კერძოდ, ალასანიამ პარტიიდან წასვლის დღეს განაცხადა, რომ მათი შეთავაზებების შესრულებას სჭირდება გუნდი, რომელსაც პარლამენტში უნდა ემუშავა და ვინაიდან ვერ ხედავს შესაძლებლობას, რომ აქტიურად მოახდინოს გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, დროებით აჩერებს პოლიტიკურ საქმინობას. „ეს განცხადება, რომ ვერ შევასრულებდით დაპირებასო, ცოტა არადამაჯერებელია, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, არამგონია, ისეთ გამოცდილ პოლიტიკოსს, როგორიც ალასანიაა, იმის იმედი ჰქონოდა, რომ ის გაიმარჯვებდა და უმრავლესობით შევიდოდა პარლამენტში გინდ გადაელახა 5%. 6, 7, 8 ადგილი იქ ვერავითარ თავის დაპირებას ვერ შეასრულებდა. დაპირების შესრულებას სჭირდება, რომ მთავრობა შეადგინოს მან. ამიტომ, ეს არ იყო დამაჯარებელი ჩემთვის. აქ ეტყობა სხვა მიზეზი იყო, ვერ გეტყვით რა. უბრალოდ კარგ ცხოვრებას შეჩვეულ პარლამენტარებს რაღაც პერსპექტივა არ მოეწონათ. მიჩვეულები არიან თვეში ერთხელ სტრასბურგში სიარულს, იქ სამივლინებო ხარჯების აღებას, მაღალ ხელფასებს. კომფორტს, კაბინეტებს, მანქანებს შეჩვეულ ხალხს ეცოტავება ეს რიგითი მოქალაქის დონეზე ცხოვრება და ამიტომ გადადგეს ასეთი ნაბიჯი, მაგრამ ამის თქმის უფლება მე მექნება მაშინ, თუ მართლაც ისინი გახდებიან „ოცნების“ ჩინოვნიკები“,-აღნიშნა სოსო ცინცაძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას. შეგახსენებთ, ირაკლი ალასანიასა და ალექსი პეტრიაშვილის შემდეგ, პარტიული საქმიანობა ვიქტორ დოლიძემ, ზურაბ აბაშიძემ, გიორგი ცაგარეიშვილმა და დავით ონოფრიშვილმაც შეწყვიტეს.
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)