|
2016-10-12 16:00:59, 770 ნახვა
პოლიტიკა
„საკონსტიტუციო ცვლილებები აქტუალური არ არის და პრეზიდენტმა რომც არ მოგვიწოდოს, მაინც კონცენტრირებული ვართ მეორე ტურზე“
„ქართული ოცნების“ წევრის გია ვოლსკის განცხადებით, არანაირი საკონსტიტუციო ცვლილების საკითხი დღეს პრიორიტეტული არ არის და პარტია პრეზიდენტის მოწოდების გარეშეც კონცენტრირებულია არჩევნების მეორე ტურზე, ასევე იმ სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკურ თემებზე, რომლებიც მათ პროგრამებშია ასახული. როგორც ვოლსკიმ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების თემა „რუსთავი2“-მა შეგნებულად წამოწია, რათა საზოგადოებას არჩევნების მეორე ტურის წინ, შეუქმნან შთაბეჭდილება, თითქოს კონსტიტუციაში ცვლილებები მათი აზრის გაუთვალისწინებლად განხორციელდება. ვოლსკი ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეკითხვა დაუსვეს, რომელსაც დაშვებების დონეზე უპასუხა: „თავიდანვე შეკითხვა დაისვა-საკონსტიტუციო უმრავლესობით თუ შექმნით ვითარებას, როდესაც პრეზიდენტი უნდა აირჩიოს პარლამენტმა? ეს შეკითხვა დაისვა, თორემ არანაირად აქტუალური თემა ეს არ არის დღეს. ვინაიდან შეკითხვა დაისვა და „რუსთავი2“-მა ეს ძალიან გააზრებულად და გამიზნულად გააკეთა, ამ შეკითხვაზე პასუხი იყო, გარკვეული დაშვებები, „თუკი“ იყო მთავარი სიტყვა, გააჩნია საპარლამენტო მმართველობის ხარისხსს, დონეს, გააჩნია, როგორი იქნება პრემიერ-მინისტრის ფორმა არჩეული, გააჩნია, რომელი მოდელი იქნება პრიორიტეტული. მაგალითად, გერმანული მოდელი იქნება პრიორიტეტული, თუ მაგალითად, ჩეხეთის, ან ფინეთის, თუ საბერძნეთის, იტალიის, ლატვიის, ისრაელის. გააჩნიას და დაშვებების გამო იქნა გარკვეული მოსაზრებები გამოთქმული. არანაირი საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი დღეს პრიორიტეტული არ არის და პრეზიდენტმა რომც არ მოგვიწოდოს, ჩვენ მაინც კონცენტრირებული ვართ მეორე ტურზეც და იმ სოციალურ-ეკონომიკურ -პოლიტიკურ თემებზე, რომელიც ჩვენს პროგრამებშია ასახული“,-განაცხადა გია ვოლსკიმ და დასძინა, რომ არანაირი კონსტიტუციური ცვლილება, საზოგადოებასთან ფართო კონსულტაციების გარეშე არ გადაწყდება: „მათ შორის არც პრეზიდენტის არჩევის საკითხი, არც ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანის საკითხი. „რუსთავი2“-მა ეს საკითხი წინასწარ გამიზნულად წამოწია, გაამწვავა იმისათვის, რათა მეორე ტურის არჩევნების წინ, საზოგადოებას შეუქმნას მოსაზრება, რომ მათ გარეშე შეიძლება რაიმე შესწორება შევიდეს კონსტიტუციაში და ამითი დაეხმაროს „ნაციონალურ მოძრაობას“ მეორე ტურში. ესაა ამ შეკითხვის ერთადერთი მიზანი. თუკი ამ საკითხთან დაკავშირებით, პოლიტიკური გუნდის რომელიმე წარმომადგენელის მიერ ითქვა, ეს არის მხოლოდ დაშვებების დონეზე და, რასაკვირველია, კანონი არავის მისცემს საშუალებას, რაიმე ცვლილება შეიტანოს საზოგადოებრივი აზრის გაუთვალისწინებლად. რაც შეეხება ამ ცვლილებებს, ეს თემა აქტუალური არ არის ჯერჯერობით. მთავარი საკითხია ქვეყნის სამშვიდობოს წაყვანა, იმ პროგრესის გაგრძელება, რომელიც სახეზეა ამ უშველებელი გეოპოლიტიკური, თუ სხვა ეკონომიკური პროექტების განხორციელების მეშვეობით“,-აღნიშნა გია ვოლსკიმ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში. შეგახსენებთ, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ, გიორგი მარგველაშვილმა „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, მეორე ტურზე და საარჩევნო დაპირებების შესრულებაზე კონცენტრირდნენ: „ისეთზე, როგორიც არის სოციალური ვალდებულების შესრულება, დასაქმების საკითხი, ეკონომიკური გაჯანსაღება, ახალი პროექტების შექმნა, კონცენტრირდნენ პირველ რიგში ხალხზე, ხოლო პრეზიდენტი გააგრძელებს სამი წლის წინ ქვეყნისა და ხალხის წინაშე დადებული ფიცის შესრულებას, რაც გულისხმობს რომ დაიცავს საქართველოს კონსტიტუციას, გააგრძელებს მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვას“, - განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ.
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)