12:15 - 22 Jul, 2026
|
2016-10-12 11:46:43, 2163 ნახვა
მსოფლიო
ქაბულში შიიტურ მეჩეთთან აფეთქებას 14 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შიიტურ მეჩეთთან მომხდარი აფეთქების შედეგად 14 ადამიანი გარდაიცვალა, 30-მდე კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც მედია საშუალება წერს, აფეთქების შემდეგ თავდამსხმელებმა ცეცხლი გახსნეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელებს სამხედრო ფორმა ეცვათ. ისინი მათგანი უსაფრთხოებს ძალების თანამშრომლებმა მოკლეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მებრძოლებმა მეჩეთში მძევლები აიყვანეს, თუმცა აღნიშნული ცნობა არ დადასტურდა. თავდასხმა მეჩეთზე შიიტებისთვის წმინდა დღეს -აშურას დღესასწაულის დროს მოხდა. ამ დღესასწაულის დროს ისლამურ ქვეყნებში სუნიტების მხრიდან თავდასხმები ხშირად ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)