|
2016-10-11 23:08:17, 762 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: სააკაშვილის გარეშე ენმ-ს პარტიად დარჩენის იმაზე მეტი შანსი აქვს, ვიდრე „ოცნებას“ ივანიშვილის გარეშე
მიხეილ სააკაშვილის გარეშე „ნაციონალურ მოძრაობას“ იმაზე მეტი შანსი აქვს, ვიდრე - „ქართულ ოცნებას“ ბიძინა ივანიშვილის გარეშე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა. "რესპუბლიკური" პარტიის სიის პირველი ნომრის განცხადებით, მიმდინარეობს სააკაშვილის ჩამოშორების პროცესი და თუ ეს ლოგიკურად დასრულდება, ქართული პოლიტიკური სისტემისთვის კარგი იქნება, რადგან ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გუნდი ეცდება, საზოგადოებისთვის მისაღები გახდეს „მიხეილ სააკაშვილს ძალაუფლება დღესვე უნდა, დანარჩენები კი, შედეგებს რეალურად აფასებენ და მათ ხანგრძლივი ბრძოლისთვის აქვთ მზაობა. მიხეილ სააკაშვილის ჩამოშორების პროცესი მიმდინარეობს და თუ ეს ლოგიკურად დასრულდება, ქართული პოლიტიკური სისტემისთვის ეს კარგი იქნება, რადგან ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გუნდი ეცდება, საზოგადოებისთვის მისაღები გახდეს“, - განაცხადა უსუფაშვილმა. მისივე განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიად დარჩენის უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“. „მიხეილ სააკაშვილის გარეშე „ნაციონალურ მოძრაობას“ იმაზე მეტი შანსი აქვს, ვიდრე - „ქართულ ოცნებას“ ბიძინა ივანიშვილის გარეშე. ამ ორი გუნდის ლიდერებზე დამოკიდებულის ხარისხი ძალიან მაღალია, მაგრამ ვფიქრობ, „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიად დარჩენის უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“. „ქართულ ოცნებას“ თავისი გზა აქვს გასავლელი, რაშიც წარმატებას ვუსურვებ, მათ შორის იმ ნაწილში, რომ მათ პოლიტიკაში დარჩენა ბიძინა ივანიშვილისგან დამოუკიდებლად შეძლონ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. როგორც მან აღნიშნა, ამ არჩევნებზე ორივე გუნდის ლიდერმა ძალიან მოინდომა, რომ მათ გუნდებს წარმატებისთვის მიეღწია. „ამ პაექრობიდან „ქართულმა ოცნებამ“ უფრო იხეირა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილმა. არ მგონია, რომ ნახევარ მილიონამდე ამომრჩეველი, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარი დაუჭირა, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური ამომრჩეველია. სააკაშვილმა აგრესიული რიტორიკით უფრო მეტად შეაშფოთა ის ამომრჩეველი, რომელიც სხვა შემთხვევაში შეიძლებოდა, სახლში დარჩენილიყო, ან ხმა სხვისთვის მიეცა. მათ გადაწყვიტეს, საქართველო სააკაშვილისგან დაეცვათ და ეს დაცვა „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემა იყო. ასე რომ, საარჩევნო თვალსაზრისით, ივანიშვილმა სააკაშვილი კიდევ ერთხელ გააცურა. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილის სიმართლისგან შორს მყოფმა პროგნოზებმა, რომ „ნაციონალურ მოძრაობა“ სულ 5 მანდატს მიიღებს და, რომ მათი მხარდამჭერთა რიცხვი 20 000-მდე ჩამოვიდა, მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა მობილიზება გამოიწვია. თუმცა, ვფიქრობ, სააკაშვილის აგრესიულმა ქმედებებმა უფრო მეტი ხმა შემატა „ქართულ ოცნებას“, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის ნაბიჯებმა „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
ტრამპმა კონგრესს განუცხადა, რომ ირანთან ომი შეწყდა
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)