10:49 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-11 17:27:45, 751 ნახვა

პოლიტიკა
ესპანეთი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს დადებითად აფასებს

ესპანეთის მთავრობა  საქართველოში  8 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება.

ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის სამინისტროს მიერ  გავრცელებულ განცხადებაში ესპანეთი ულოცავს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ სუბიექტებს  და იმედოვნებს, რომ ახალი პარლამენტი წარმატებით დაძლევს ქვეყნის წინაშე მდგარ ამოცანებს და გამოწვევებს.

ესპანეთი ასევე, გამოხატავს სურვილს, გააღრმაოს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა, ასევე  ხელი შეუწყოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განმტკიცებას ასოცირების ხელშეკრულების გზით. 

ესპანეთის მთავრობა მიესალმება საპარლამენტო არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას და იზიარებს  ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნას, რომლის თანახმადაც, არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული. ამასთანავე ესპანეთის მთავრობა გმობს ძალადობის სხავადასხვა ინციდენტს და იმედს გამოთქვამს, რომ დამკვირვებლების მიერ წარმოდგენილი საარჩევნო რეკომენდაციები, სამომავლოდ  გათვალისწინებული იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
ტრამპმა კონგრესს განუცხადა, რომ ირანთან ომი შეწყდა
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics