|
2016-10-11 14:22:39, 1093 ნახვა
პოლიტიკა
"პატრიოტთა ალიანსი" 22 ნოემბერს ყრილობას გამართავს
"ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია" 22 ნოემებრს ყრილობას გამართავს, - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც თახარ-მოურავმა აღნიშნა, პარტია პარლამენტში შევა და პოლიტიკური მოღვაწეობის ბერკეტს გამოიყენებს. "მინდა გითხრათ, რომ საერტაშორისო ორგანიზაციების უმეტესობამ მეტნაკლებად პოზიტიურად შეაფასა არჩევნები, ასევე პარტიების უმეტესობამაც, მათ შორის "რესპუბლიკელებმა" და "თავისუფალმა დემოკრატებმა". ამიტომ ჩვენ ასეთ ვითარებაში ვცდილობთ ყველა სიტყვა მოვზომოთ. ჩვენ არ ვართ შედეგბით კმაყოფილი, არის უამრავი კითხვის ნიშანი. ჩემთვის გაუგებარია, როგორ აიღო პარტიამ მთელ აჭარაში 8 500 ხმა, როცა ერთ აქციაში მონაწილეობა 28 ათასი ადამიანი. ამ კითხვებზე პასუხი არ არის. ჩვენ ვართ უკმაყოფილო, თუმცა შევალთ პარლამენტში, ვიმუშავებთ. ეს არის პოლიტიკური მოღვაწეობის ბერკეტი, მაგრამ ვიმეორებ არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ვართ. ამავდროულად, ვრჩებით იგივე აზრზე, რომ ამ ქვეყანაში ვართ მეორე პოლიტიკური ძალა. 22 ნოემბერს ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - განაცხადა თარხან-მოურავმა. ამასთან, პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის არ არის პესიმისტურად განწყობილი. "ჩვენ მოვიპოვეთ გამარჯვება. მართალია ბევრი კითხვაა, რაზეც ჩვენ პასუხი აუცილებლად უნდა მივიღოთ", - დასძინა ინაშვილმა.
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
ტრამპმა კონგრესს განუცხადა, რომ ირანთან ომი შეწყდა
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)