|
2016-10-10 20:43:06, 786 ნახვა
პოლიტიკა
შტაინმაიერი: საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი ახალგაზრდა დემოკრატიის სიმწიფე და გამართულობა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი ქართველ ხალხს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის წარმატებით ჩატარებას ულოცავს: „საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი ახალგაზრდა დემოკრატიის სიმწიფე და გამართულობა. საერთაშორისო დამკვირვებლების - მათ შორის ევროკავშირის, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა (ეუთოს)დაევროპის საბჭოს დასკვნების თანახმად, არჩევნები კარგად ორგანიზებული იყო და სამართლიანობისა და გამჭვირვალობის ჩვენიევროპული სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდა. ასევე მეორე ტურში შენარჩუნებული უნდა იყოს მაღალი საერთაშორისოსტანდარტები.
ქართველმა ამომრჩეველმა ნათლად აჩვენა, რომ ისინი ევროპასთან დაახლოების მტკიცედ განსაზღვრულ პოლიტიკას და მასთანდაკავშირებულ რეფორმებს კვლავაც დიდი უმრავლესობით უჭერენ მხარს.
მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ მჭიდროდ და ნდობით გამსჭვალული ვითანამშრომლებთ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისჩატარებისა და მთავრობის ფორმირებების შემდგომ ჩამოყალიბებულ საქართველოს ახალ მთავრობასთან“,-ნათქვამია მის განცხადებაში.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)