09:50 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-10 20:35:01, 730 ნახვა

პოლიტიკა
იანოშ ჰერმანმა მიხეილ ჯანელიძეს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება მიულოცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანოშ ჰერმანს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები. საგარეო უწყების ინფორმაციით, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მიულოცა მიხეილ ჯანელიძეს არჩევნების კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში ჩატარება. მისი თქმით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდებოდა მთელს საარჩევნო პროცესს და უერთდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის(OSCE/ODIHR), ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს, რომლის თანახმადაც საქართველოში ჩატარდა გამჭვირვალე, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები.

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა იანოშ ჰერმანს საპარლამენტო არჩევნების დადებითად შეფასებისთვის და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურიც სტაბილურ გარემოში და უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს. მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და საერთაშორისო თანამეგობრობას საარჩევნო პროცესის აქტიური მონიტორინგისთვის. 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics