09:50 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-10 15:54:43, 669 ნახვა

პოლიტიკა
ლონდარიძის განცხადებით, თუ გუნდმა უარი თქვა მეორე ტურზე, ის პირადად მიიღებს მონაწილეობას

„ნაციონალური მოძრაობიდან“ ბორჯომი-ასპინძა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ტარიელ ლონდარიძის განცხადებით, არჩევნები უსაფრთხოების სამსახურებმა მოიგო, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ემორჩილება.

ლონდარიძის თქმით, ის აპირებს, გააგრძელოს ბრძოლა მაჟორიტარობისთვის.

„ეს არჩევნები საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებმა მოიგეს, რომელიც პირადად ემორჩილება ერთ დიდ ბატონს და მოახდინეს ლეგიტიმური უფლების უზურპაცია და ივანიშვილი აპირებს გაიფორმოს, ე.წ. შპს თავის კუთვნილებაში. არჩევნები გაყალბდა. სუს-მა ახალქალაქში ხმები პირდაპირ მიაკუთვნა გედევან ფოფხაძეს. ჩვენ უკვე შეგვაქვს საჩივარი 8 უბნის გაუქმებასთან დაკავშირებით. არჩევნების მეორე ტური იქნება და მე პირადად ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა მაჟორიტარობისთვის“, - განაცხადა ტარიელ ლონდარიძემ.

კითხვას - თუ გუნდმა უარი თქვა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე, თავად მიიღებს თუ არა მონაწილეობას, ლონდარიძემ ასე უპასუხა: „მე პირადად მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას. გავაგრძელებ ბრძოლას, როგორც ერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics