09:50 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-10 12:36:57, 674 ნახვა

პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი გიორგი კვირიკაშვილს და დავით ბაქრაძეს მიმართავს

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილზე და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ დავით ბაქრაძეზე ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაში, თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში.

ამიტომ, დავით უსუფაშვილი დავით ბაქრაძეს და გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს, ახლა მაინც, როცა საარჩევნო შედეგები ცნობილია და როცა 50-მდე საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთამენთის პირისპირ დადგებიან, სახელმწიფოებრივი მიდგომები გამოიჩინონ.

„მინდა მივმართო ორი გამარჯვებული პოლიტიკური ძალის - „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, გიორგი კვირიკაშვილს და დავით ბაქრაძეს, მათზე პერსონალურად ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაში, თუ საით წავა ქვეყანა, როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები. მინდა მჯეროდეს, რომ მათ ექნებათ საქმიანი ურთიერთობა მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის მთავარი პოლიტიკური კონკურენტები არიან. მინდა მჯეროდეს, რომ  ეს კონკურენცია კანონის და ცივილიზებული ნორმის ფარგლებს არ გასცდება. ახლა მაინც, როცა წინასწარი არჩევნები შედეგები ცნობილია და როცა 50-მდე საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთის პირისპირ დადგება, გამოსაჩენია დიდი სიბრძნე, სახელმწიფოებრივი მიდგომები. მე ვიცნობ ორივეს და მჯერა, გიორგიც და დათოც გამონახავენ საკუთარ თავში იმ ძალას, რომელიც სრულიად აუცილებელია ქვეყნისთვის, რომ ეს არჩევნები დასრულდეს კონკურენტულ რეჟიმში, ოღონდ მშვიდობიანად“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics