|
2016-10-10 12:09:30, 2400 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში აფეთქებას 18 ადამიანი ემსხვერპლა
თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც სულ მცირე 18 ადამიანი, მათ შორის 10 სამხედრო გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის განცხადებით, აფეთქდა სატვირთო მანქანა, რომელშიც ხუთი ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება იყო მოთავსებული. მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა. აფეთქება ერაყისა და ირანის საზღვართან, მთიან რაიონში მოხდა, სადაც აქტიურად მოქმედებენ “ქურთისტანის მუშათა პარტიის” წევრები. როგორც მედია წერს, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. ჰაკარის პროვინციის გუბერნატორის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ჯერ სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი სატვირთო მანქანა ააფეთქეს. თურქეთის ხელისუფლებასა და ქურთ ამბოხებულებს შორის სამშვიდობო შეთანხმება 2015 წლის ივლისში დაირღვა. მას შემდეგ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში შეტაკებებს ასობით ადამიანი ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)