|
2016-10-09 17:38:02, 852 ნახვა
პოლიტიკა
თბილისში არჩევნების მეორე ტური 17 საარჩევნო ოლქში გაიმართება
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, თბილისში არჩევნების მეორე ტური 17 საარჩევნო ოლქში გაიმართება. 4 საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პირველივე ტურში ლიდერობს. კერძოდ, #3 ოლქში (ვაკის რაიონი) „ოცნების“ კანდიდატ ზაზა ხუციშვილს ამომარჩეველთა 50.53%-მა დაუჭირა მხარი, მეორე ადგილზე 19.3%-ით „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი პეტრე ცისკარიშვილია, მესამეზე „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი გია ნუცუბიძე - 7.65%. #4 ოლქში (საბურთალოს რაიონი) „ქართული ოცნების“ კანდიდატ მამუკა მდინარაძეს 51.81%-მა დაუჭირა მხარი, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ჯარჯი დოლიძეს 20.67%-მა, მესამე ადგილზე კი, „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი ალექსი პეტრიაშვილი გავიდა. #5 ოლქში (საბურთალოს რაიონი) „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 51.52% მოაგროვა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი როინიშვილმა 18.84%, მესამე ადგილი კი, „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი დავით ონოფრიშვილია - 10.05%. #14 ოლქში(ჩუღურეთის რაიონი) „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი ვოლსკის ამომრჩეველთა 57.32%-მა დაუჭირა მხარი, მეორე ადგილზე ხმათა 23.71%-ით „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ირაკლი ჩოლოყაშვილი გავიდა, ხოლო მესამეზე „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი დავით ამაშუკელი 6.09%-ით. ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით არჩევნების მეორე ტური 50 საარჩევნო ოლქში გაიმართება.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)