08:50 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-09 14:55:04, 907 ნახვა

პოლიტიკა
IRI: დაფიქსირებულმა ერთეულმა ინციდენტებმა მშვიდობიანი საარჩევნო პროცესი დააზარალა

იმის ფონზე როდესაც არჩევნები ოთხთვიანი წინასაარჩევნო პერიოდის ჩათვლით უმეტესწილად იყო მშვიდობიანი, მაინც დაფიქსირდა შემაშფოთებელი ინციდენტები, - ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც ორგანიზაციის წევრებმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე გააცნეს.

ორგანიზაციის წევრების განცხადებით, საქართველოს პოლირიკურ პარტიების შორის მზარდი დაძაბულობისა და მუდმივი უნდობლობის გათვალისწინებით მომხდარმა ფაქტმა შექმნა საარჩევნო ძალადობის გაზრდის საფრთხე.

"არჩევნების დღეს დაფიქსირდა საარჩევნო ძალადობა მარნეულის ოლქში და შედარებით მცირე ინციდენტი ქუთაისში. გარდა ამისა, დაფიქსირდა შემთხვევა სამეგრელოს რეგიონში, რის შემდეგაც გაუქმნდა ჯიხაშკარისა და განმუხურის საარჩევნო უბნები. არჩევნები ჩატარდა პარლამენტის წევრის ავტომობილის აფეთქებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ამ დაფიქსირებული დარღვევების მიღმა ძირითადად საარჩევნო პროცესი მშვიდი იყო", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ისინი მოუწოდებენ სახელმწიფოს, სრულყოფილად და ობიექტურად გამოიძიონ ინციდენტის ირგვლივ არსებული ფაქტები და დაისაჯონ დამნაშავეები. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics