|
2016-10-09 12:55:51, 2467 ნახვა
მსოფლიო
Financial Times: საქართველოში მმართველი პარტია არჩევნების ეგზიტპოლებში ლიდერობს
საქართველოში მმართველი პარტია საპარალამენტო არჩევნების ეგზიტპოლებში ლიდერობს“,-ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი ამერიკული გამოცემა Financial Times. როგორც სტატიაშია ნათქვამი, ორი ეგზიტპოლის თანახმად, საქართველოს მმართველი პარტია ლიდერობს არჩევნებში, რომლებიც შაბათს, ზოგადად, მშვიდობიან გარემოში ჩატარდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის, როგორც რეგიონში დემოკრატიის მედროშის სტატუსს. ამასთან, სტატიის ავტორი წერს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი თემა ბიძინა ივანიშვილს და მიხეილ სააკაშვილს შორის პაექრობა იყო. „ეგზიტპოლების მონაცემების დადასტურების შემთხვევაში, რომლებშიც ლიდერობს ქართული ოცნება, ჩაიშლება ბატონი სააკაშვილის გეგმები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)