07:54 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-09 12:31:45, 681 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: კიდევ ერთხელ გთხოვთ, მეორე ტურზეც აქტიური იყოთ

 „აქტიური საარჩევნო პროცესი, რომელიც დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა მშვიდი, კონსტრუქციული იყო, გარდა გამონაკლისებისა და საერთო ფონს არ ცვლიდა“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, მოქალაქეებმა არ უნდა დაიშურონ ძალისხმევა იმისთვის, რომ 8 ოქტომბრის არჩევნები ისტორიაში შევიდეს როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტის არჩევნები.

ამასთან, პრეზიდენტმა  ქართულ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და მოუწოდა, რომ მეორე ტურებზეც  აქტიურები იყვენენ.

„მინდა  მადლობით  დავიწყო.  მადლობა ვუთხრა ქართულ საზოგადოებას,  რომელმაც ძალიან აქტიურად მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ჩემთვის ეს იყო ძალინ მნიშვნელოვანი.  ჩვენ ორი თვის განმავლობაში მოვუწოდებდით საზოგადოებას აქტიურობისკენ. აქტიური საარჩევნო პროცესი,რომელიც დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა იყო მშვიდი,  კონსტრუქციული, გამონაკლისების გარდა და რომელიც არ ცვლიდა საერთო ფონს.

არჩევნების დღემაც ასევე მშვიდად ჩაიარა მოსახლეობისა და ამომრჩევლის აქტიურობით და ერთი -ორი გამონაკლისის გარდა ჩვენს ქვეყანაში არჩევნების დღემ ჩაიარა მშვიდობიანად,

სამწუხაროა, რომ დათვლის პროცესში გამოჩნდა რამდენიმე სერიოზული სამარათალდარღვევა მათ შორის  აგრესიული ქმედებები იყო.  ეს არის არამარტო სამწუხარო არამედ ამ პროვოკაციულ შემთხვევებს,რომლებიც რამდენიმე უბანზე მოხდა სჭირდება დროული, ძალიან სწრაფი რეაგირება განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წლის საპარლამენტი არჩევნები არ არის მხოლოდ 8 ოქტობმებრი, ეს არჩევნები შეფასდება როგორც  8 ოქტომბრით ასევე ექსცესებზე დროული რეაგირებით და იმით თუ როგორ მივალთ არჩვნების მეორე ტურებამდე და როგორ ჩავატარებთ მეორე ტურებს.

წინასწარი მონაცემებით, არაერთი მეორე ტური იქნება და ყველას კიდევ ერთხელ გთხოვთ, აქტიური იყოთ , მეორე ტურებზეც.  ამომრჩველმა აჩვენოს თავისი ინტერესი და ჩართულობა ამ პროცესში ისევე როგორც ეს აჩვენა 8 ოქტომბერს“,-განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა შესაბამის სტრუქტურებს არჩევნებში დარღვევებზე დროული  რეაგირებისკენ მოუწოდა.

„ყველამ ერთად არ დავიშუროთ ძალისხმევა იმისთვის რო ეს არჩევნები შევიდეს  საქართველოს ისტორიაში როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხისა და სტანდარტის არჩვნები“,-დასძინა პრეზიდენტმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics