13:19 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-17 11:21:53, 1014 ნახვა

ეკონომიკა
დავით უსუფაშვილი: პრობლემა მხოლოდ საქართველოს მთავრობასთან ნუ ექნებათ

პარლამენტის თავჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდოგმარეობა საგარეო ფაქტორებთან არის დაკავშირებული.

აქედან გამომდინარე, როგორც უსუფაშვილმა გუშინ, „მაესტროს ცხრიანში“ განაცხადა, ეკონომიკურ მდგომარეობაზე დემონსტრაცია მხოლოდ საქართველოს მთავრობასთან არ უნდა მოაწყონ.

„ქვეყნის ეკონომიკური მდოგმარეობის მიზეზი 80–85% საგარეო ფაქტორებია.  ფაქტორები,გადავხედოთ რეგიონს, სად რა ხდება, რატომ არის ეს ვალუტები ერთმანეთთან კავშირში. ის რისგანაც ჩვენ გვინდა რომ მივიღოთ სარგებელი, ანუ თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებში შესვლა და  საბაზრო ეკნომიკაში ყოფნა  ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთზე ახდენს გავლენას. ეს ხდება თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, კანადაში, აღმოსავლეთ აზიაში. ეს არის სერიოზული პრობლემა. თუ ვინმე ამბობს, რომ ამის გამო დემოსტრაცია უნდა მოაწყონ– მოაწყონ, ოღონდ საქართველოს მთავრობასთნ ნუ ექნებათ პრობლემა, მინიმუმ 37 ქვეყნის მთავრობას უნდა მიმართონ. რომ ე.ი ჭკუით მოიქეცით ყველა, რუსეთის წინააღმდეგ სანქიცები შეწყვიტეთ, რომ ამით რუსეთის ეკონომიკა არ დაზარალდეს, რომ მერე ამან სხვა ქვეყნებზე სხვა ეფექტი არ გამოიწვიოს.  თუ ამის გაპროტესტებას აპირებენ, გამოვიდნენ, დიდად ამის მოსმენას მაინც არ ვაპირებ“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში რამდენიმე თვეა რაც გაუფასურდა. ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი 5%–დან 2%–მდე ჩამოვიდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics