07:54 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-09 09:43:08, 766 ნახვა

პოლიტიკა
ჟვანია: შედეგები აჩვენებს, რომ მეორე ტური შესაძლებელია საკმაოდ დიდი რაოდენობის საარჩევნო ოლქებში გაიმართოს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის  თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, ამ ეტაპზე სხვადასხვა უბანზე დათვლილი შედეგები არ იძლევა საშუალებას, ზუსტად განისაზღვროს, თუ რამდენ  საარჩევნო ოლქში გახდება საჭირო მეორე ტურის ჩატარება. თუმცა, მისივე განმარტებით, რამდენიმე უბნის მიხედვით დათვლილი შედეგები აჩვენებს სურათს, რომ  დიდი რაოდენობის  საარჩევნო ოლქებში  მეორე ტურის ჩატარება იქნება  აუცილებელი:

„მინდა აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე შედეგები არ იძლევა საშუალებას, ზუსტად იქნას განსაზღვრული, რამდენ შემთხვევაში და რამდენ საარჩევნო ოლქში იქნება მეორე ტური. თუმცა, ის შედეგები,  რომელიც რამდენიმე უბნის მიხედვითაა დათვლილი, ჯერჯერობით აჩვენებს სურათს, რომ შესაძლებელია საკმაოდ დიდი რაოდენობის საარჩევნო ოლქებში მოხდეს მეორე ტურის გამართვა.აქედან გამომდინარე, თითოეული უბნის შედეგი არის მნიშვნელოვანი და იმ თვალსაზრისით, რომ საბოლოოდ ვნახოთ სურათი, წინასწარი მონაცემებით, სად იქნება დიდი ალბათობით შესაძლებელი მეორე ტურების გამართვა. ვაგრძელებთ შემაჯამებელი ოქმების დამუშავებას, რომ რაც შეიძლება მალე იქნას დამუშავებული როგორც პროპორციულ, ისე მაჟორიტარულ ნაწილში“,-განაცხადა თამარ ჟვანიამ და დასძინა, ხმის დათვლის პროცესი აქტიურად  მიმდინარეობს:

„დღეს დილის 8:00 საათზე მოხდა ჩვენი ხმის დათვლის ცენტრის თანამშრომელთა ახლებით ჩანაცვლება. ამ ეტაპზე დამუშავებულია1415 ოქმი, რომლის შედეგებიც უკვე ხელმისაწვდომია ცესკო-ს ვებგვერდზე“,-აღნიშნა ჟვანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics