07:54 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-09 05:25:48, 712 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია: ვიწყებთ შიდა კონსულტაციებს, შემდგომ საპროტესტო ნაბიჯებზე

ვიწყებთ შიდა კონსულტაციებს, შემდგომ საპროტესტო ნაბიჯებზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგა ბოკერიამ ცენტრალური საარჩევნო კომიისის თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, შეხვედრამ შეთანხმებების და კონსესუსის გარეშე ჩაიარა. 

"ამ ვითარების შეგუებას არ ვაპირებთ, ვიწყებთ შიდა კონსულტაციებს შემდგომ საპროტესტო ნაბიჯებზე," - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

შეგახსენებთ, ენმ-ს წევრების მოთხოვნის საფუძველზე, დახურულ კარს მიღმა თამარ ჟვანიასთან შეხვედრა გიგა ბოკერიამ, დავით ბაქრაძემ და ნიკა მელიამ გამართეს.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებდნენ, რომ სხვადასხვა რეგიონებში ხდებოდა ხმების დათვლის პროცესებისთვის ხელის შეშლა, სწორედ იმ უბნებში, სადაც მათი პარტია და კანდიდატები ლიდერობდნენ. მათ კატეგორიულად მოითხოვეს ხმების დაცვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics