07:54 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-09 03:16:15, 560 ნახვა

პოლიტიკა
GDI ხმის დათვლის დროს გამოვლენილი ძალადობის ფაქტების გამო შეშფოთებას გამოხატავს

საქართველოს დემოკრატიული ინიციატია (GDI) არჩევნების დათვლის ეტაპზე გამოვლენილი ძალადობრივი ფაქტების გამო შეშფოთებას გამოხატავს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მსგავსი ძალადობრივი ფაქტები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებს წარმოადგენს, რასაც დაუყოვნებლივ უნდა მოყვეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მხრიდან რეაგირება.

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) შეშფოთებას გამოხატავს არჩევნების დათვლის ეტაპზე გამოვლენილი ძალადობრივი ფაქტების გამო. გავრცელებული ინფორმაციით და ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ დაარბიეს რამდენიმე საარჩევნო უბანი (მაგ: ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარის 2 საარჩევნო უბანი), სადაც კომისიის წევრთა განცხადებით მმართველი პოლიტიკური ძალა მარცხდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით ამავე უბანში, ძალადობისას, დაზიანებები მიიღეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა. ასევე ბოლო საათში გავრცელებული ვიდეოჩანაწერები ადასტურებენ ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას და მათზე ფიზიკურ ძალადობას (ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორია).

აღწერილი ფაქტები წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებს, რასაც დაუყოვნებლივ უნდა მოყვეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მხრიდან რეაგირება.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არჩევნების ლეგიტიმურობისთვის აუცილებელია არამხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდისა და უშუალოდ კენჭისყრის ეტაპის მშვიდობიანად ჩატარება, არამედ კენჭისყრის შემდეგ ხმათა დათვლისა და არჩევნების შეჯამების პროცესის კანონშესაბამისად და მშვიდობიან გარემოში წარმართვა.

გამომდინარე ზემოთქმულიდან, მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საკუთარი პოზიტიური ვალდებულების შესრულება და ხმის დათვლის პროცესისა და არჩევნების შეჯამების მშვიდობიან გარემოში კანონშესაბამისად წარმართვა, მოძალადეთა და სხვა სამართალდამრღვევთა მყისიერად პასუხისგებაში მიცემა და მსგავსი ძალადობის თავიდან ასაცილებლად პრევენციული ღონისძიებების გატარება", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics