11:35 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-09 00:08:30, 1183 ნახვა

საზოგადოება
კვირიკაშვილი: ჩვენმა პოლიციამ, დიდი გმირობის ფასად, თავიდან აგვაცილა ძალიან სერიოზული პროვოკაცია

ჩვენმა პოლიციამ, ძალიან დიდი გმირობის ფასად, თავიდან აგვაცილა ძალიან სერიოზული, კარგად დაგეგმილი პროვოკაცია და მინდა, ყველა პოლიციელს, ამ გმირული საქციელისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ინგოროყვას კლინიკაში განაცხადა, სადაც მარნეულის #48 საარჩევნო უბანზე დაპირისპირების შედეგად დაშავებული, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, რამინ ისმაილოვი მოინახულა.

მთავრობის მეთაური ინგოროყვას კლინიკაში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

პრემიერმა რამინ ისმაილოვს ჯანმრთელობა უსურვა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ, მარნეულში, უხეში ძალა შეგნებულად არ გამოიყენა.

„ჩვენ შეგნებულად არ გამოვიყენეთ იქ უხეში ძალა, იმისთვის, რომ დღევანდელი არჩევნები ჩაგვეტარებინა ევროპულად, ძალიან მაღალი ხარისხით და ვფიქრობ, ამ უმთავრეს მიზანს მივაღწიეთ. ეს არის სწორედ ასეთი ადამიანების გმირობის ხარჯზე, როგორიც არის ბატონი რამინ ისმაილოვი. მე მას ჯანმრთელობას ვუსურვებ. იგი აუცილებლად მალე გამოჯანმრთელდება. მინდა, ყველა მოქალაქეს მივულოცო ის, რომ საქართველომ დღევანდელი არჩევნები ღირსეულად ჩაატარა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
სადაზღვევო კომპანია Wizer Insurance-სა და JPD Group-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics