06:03 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 21:41:45, 618 ნახვა

პოლიტიკა
ქუმსიშვილი: ველოდებოდით ამ გამარჯვებას და შედეგიც მივიღეთ

 „ჩვენ ველოდებოდით ამ გამარჯვებას და შედეგიც მივიღეთ, ეს არის მთელი ქართველი ხალხის გამარჯვება, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ეს არის გამარჯვება, რომელიც ქვეყნის სწრაფი განვითარების, კეთილდღეობის და თავისუფლების საწინდარია.

 „ეს არის გამარჯვება, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას ქვეყანა იმ ნათელი ხედვით წავიყვანოთ წინ, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. განვავითაროთ ეს ქვეყანა და მივცეთ საუკეთესო მომავალი მას“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მინისტრის თქმით, მმართველმა გუნდმა დღეს დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

 „მე ვენდობი ქართველ ხალხს პირველ რიგში, და ვენდობი იმას, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ დამაჯერებლად. ჩვენი გამარჯვება სულ რამოდენიმე საათში დადასტუდება უკვე ოფიციალურად, საარჩევნო კომისიის მიერ, და ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება. ეს არ არის „ქართული ოცნების“ გამარჯვება, ეს არის გამარჯვება, რომელიც ქართველ ხალხს მოუტანს სწრაფ განვითრებას“, - აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, ეგზიტპოლების პირველადი შედეგებით „ქართული ოცნება“ ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილზე „ნაციონალური  მოძრაობაა“. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics