06:03 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 20:22:21, 620 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი: ინციდენტებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა, საარჩევნო პროცესზე არავითარ გავლენას არ მოახდენს

 „ეს ინციდენტები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა არავითარ გავლენას არ მოახდენს მთლიანად საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაზე და მის შეფასებაზე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა თამარ ჩუგოშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბოლო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, კენჭისყრის დღე მშვიდ და სამართლიან გარემოში მიმდინარეობს.

„დღის განმავლობაში საარჩევნო გარემო იყო მშვიდი და არ დაფიქსირებულა, რაიმე განსაკუთრებული დარღვევები. სწორედ ასე მიმდინარეობს პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ცალკეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების, სრულიად დესტრუქციული და ზოგიერთ შემთხვევაში ძალადობრივი ქცევების მიზანია, რომ საარჩევნო პროცესი არ შეფასხდეს, როგორც მშვიდი. ყოველ ასეთ ინციდენტს მოყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, არის მცდელობა, რომ მსგავსი არეულობა მოხდეს სხვა უბნებზეც, თუმცა სამართალდამცველი ორგანოები სრულად აკონტროლებენ სიტუაციას. მოვუწოდებ საერთაშორისო და ასევე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ იმ უბნებზე სადაც ასეთი ტიპის ინციდენტები დაფიქსირდა. ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ და დაესწრონ ამ უბნებზე ხმების დათვლის და შედეგების შეჯამების პროცედურებს. აქვე მოვუწოდებთ, ჩვენ მხარდამჭერებს, ნუ შეეცდებიან რაიმე ფიზიკურ კონტაქტში შევიდნენ სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებთან“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics