04:58 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 18:51:48, 598 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ენმ-ს აქტივისტებმა სცადეს ძალადობრივი ფორმით საარჩევნო უბნის ჩაშლა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა კიდევ ერთი საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც ყიზილაჯლოში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა. 

როგორც კობახიძემ განმარტა, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა ყიზილაჯლოში 48-ე უბანთან „ქართული ოცნების“ აქტივისტებს დაუპირისპირდნენ და პროვოკაცია მოაწყეს. 

„ნაციონალური მოძრაობის“ 100-ზე მეტი აქტივისტი იყო მისული საარჩევნო უბანთან და მათ სცადეს ძალადობრივი ფორმით საარჩევნო უბნის ჩაშლა. როგორც ჩანს, მათი მიზანი იყო საარჩევნო ყუთის გატაცება. სამართალდამცავი ორგანოები მივიდნენ ადგილზე. „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ როგორც ჩვენ აქტივისტებს ასევე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. მათ შორის ისინი ესროდნენ ქვებსაც. ეს ამ პარტიის ტრადიციული მეთოდია. აქტივისტები, განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ სამართალდამცველების მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.


მისივე ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველია დაშავებული, მათ შორის მარნეულის პოლიციის უფროსი.

ცნობისთვის, სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, ასევე პარტიის კანდიდატი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს დაუპირისპირდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics