04:58 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 18:13:28, 550 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ენმ-ს აქტივისტები „ოცნების“ მხარდამჭერებს და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყველა პირი, რომელიც ხელოვნურად დესტაბილიზაციის მოწყობას ცდილობს, მკაცრად დაისჯება. 

„სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე, 49-ე და 59-ე უბნებზე, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი აკმამედ იმამყულიევი და მისი მხარდამჭერები სიტუაციის ხელოვნურად არევას გეგმავენ. წინასწარი ინფორმაციით, იმამკულიევი აგებს არჩევნებს. 100-მდე მხარდამჭერია შეკრებილია ამ უბნებზე და კიდევ ერთხელ ცდილობენ არეულობის პროვოცირებას. ჩვენ მოვუწოდებთ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს, იმამკულიევს და მის მხარდამჭერებს, რომ ნუ შექმნიან ხელოვნურად დესტაბილიზაციას. ამ კონკრეტულ სოფელში ჩვენ მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, რომ არცერთ შემთხვევაში არ აყვნენ პროვოკაციას, ნუ უპასუხებენ ძალადობას ძალადობით. რაც მთავარია ვთხოვ ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ჩაერიონ ამ პროცესებში და უზრუნველყონ სიტუაციის განმუხტვა. ძალიან მკაცრად ვაფრთხილებთ ყველა იმ ადამიანს რომელიც ცდილობს, რომ ხელოვნურად შეიტანოს არეულობა საარჩევნო პროცესში. ყველა ადამიანი სათანადოდ დაისჯება. “, - განაცხადა კობახიძემ. 

როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, მათ აქვს შესაბამისი აუდიო და ვიდეო მასალა, რომელსაც აგროვებენ. ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში სპეციალური ბრიფინგი დააანონსა. 

„სპეციალურ ბრიფინგზე სრულ ინფორმაციას მოგაწვდით თუ რა მდგომარეობაა სხვადასხვა უბვანზე, მათ შორის იმ ხარვეზებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი მხრიდან ფიქსირდება და ასევე დარღვევებზე, რომლებიც სხვა მხრიდან ფიქსირდება“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics