|
2016-10-08 14:34:53, 606 ნახვა
პოლიტიკა
ნაცვლიშვილი - ენმ-ს მხრიდან ამომრჩევლისათვის ფულის მიცემის ფაქტი არ დადასტურდა
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მთაწმინდის მე-2 უბანთან "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვას ჰქონდა ადგილი, გადამოწმდა და არ დადასტურდა. ანა ნაცვლიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ქუთაისში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული პრობლემა, რომელიც ფოტოგადაღების აკრძალვას უკავშირდებოდა, მინისტრის უშუალო ჩარევის შემდეგ აღმოიფხვრა. გარდა ამისა, ბრიფინზე ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ დაფიქსირდა გარკვეული ტიპის დარღვევები. კერძოდ, თბილისში ნაძალადევის მეთვრამეტე უბანზე მოიპოვეს "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატის სოფო კილაძის მხარდამჭერთა სია, რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთ აქტივისტს დარჩა უბანზე. სიის გადამოწმების შედეგად დადასტურდა, რომ იქ არიან ადამიანები, რომლებსაც თანხმობა არ მიუციათ სიაში ყოფნაზე. „ეს მანკიერი პრაქტიკა უნდა აღმოიფხვრას“ - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი და მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, რომ თავი შეიკავონ ასეთი ქმედებებისგან. მან ასევე ისაუბრა დიდუბის მეთოთხმეტე უბანზე მომხდარ ინციდენტზე, კერძოდ უბნის გახსნის შემდეგ საკონტროლო ფურცლის შევსების ნაცვლად მათ შემაჯამებელი ოქმები შეავსეს და შეცდომის გამოსწორების მიზნით დალუქულ ყუთი გახსნეს. "კიდევ ერთხელ მინდა გავაკეთო მოწოდება კომისიების მისამართით, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ დამკვირვებლების მუშაობას და კანონის შესაბამისად იმოქმედონ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა არანაირი ეთიკური თუ კანონით დადგენილი წესები დამკვირვებლების მხრიდან არ ირღვევა, “-აცხადებს ნაცვლიშვილი.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)