02:43 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 09:42:02, 617 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: ევროპულ, მრავალპარტიულ და მრავალფეროვან საქართველოს მივეცი ხმა

„ევროპულ, მრავალპარტიულ და მრავალფეროვან  საქართველოს მივეცი ხმა“,-ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, დღეს ყველამ ერთად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის მომავალზე.

„ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი მეტი თავისუფლებისთვის, უკეთესი საქართველოსთვის. საქართველოში, სადაც ქვეყანას ეყოლება პარლამენტი, რომელიც დებატების საშუალებას გააჩენს, პარლამენტი, სადაც იქნება კანონშემოქმედებითი პროცესი, პარლამენტი, სადაც დეპუტატებს არასდროს ექნებათ კვორუმის შეკრების პრობლემა. ჩვენ ხმა მივეცით ისეთ საქართველოს რომლისკენაც ყველა ერთად ვისწრაფვით, ევროპულ, მრავალპარტიულ და მრავალფეროვან საქართველოს“,-განაცხადა ხიდაშელმა.

მანვე  სთხოვა და მოუწოდა ამომრჩეველს, რომ არ დაიზარონ და მივიდნენ საარჩევნო უბნებზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics