10:29 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-07 18:54:42, 701 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჩინეთში ღვინის ექსპორტის გაზრდის მიზნით, მემორანდუმს მოეწერა ხელი

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის აგრარული დარგის მიმართულებით სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, კომპანიებმა „კახური ტრადიციულ მეღვინეობა“ და „Beijing Charming Grand International Trading Co.” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, ხელმოწერიდან 1 წლის განმავლობაში ჩინური კომპანია „Beijing Charming Grand International Trading Co.” მილიონი ბოთლი ქართული ღვინისა და ქართული ბრენდის იმპორტს განახორციელებს ჩინეთის ბაზარზე. კომპანია „Beijing Charming Grand International Trading Co.“ ჩინეთის ბაზარზე უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიაა.

როგორც სოფლის მეურნობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებაზე აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის თანმიმდევრულმა პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა.

„მოგეხსენებათ, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის გაფორმებული უპრეცედენტო შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და უზარმაზარ შესაძლებლობას უხსნის საქართველოს აგროსასურსათო სექტორს. საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობის მაგალითია დღევანდელი ღონისძიებაც.“ აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ და  „Beijing Charming Grand International Trading Co.,” გენერალურმა დირექტორმა, ვან ჰენშუნმა მოაწერეს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics