10:32 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-07 17:25:21, 753 ნახვა

საზოგადოება
IBSU-ში პროექტის „გახდი სასამართლოს მეგობარი“ პრეზენტაცია გაიმართა

5 ოქტომბერს, „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ წარმომადგენლებმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს პროექტის „გახდი სასამართლოს მეგობარი“ პრეზენტაცია წარუდგინეს. 

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სტუდენტებს პროექტის მიზნიბი, აქტივობები და განხორციელების გეგმა გააცნეს.

პროექტის აქტივობები შემდეგნაირია: 

•             პროექტის მსურველთა აპლიკაციების მიღება - ბოლო ვადა 30 ოქტომბერი; 

•             ჟიურის მიერ აპლიკაციების გადარჩევა და 20 მონაწილის შერჩევა - 1-10 ნოემბერი; 

•             სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის შესახებ ტრენინგი თბილისის საქალაქო სასამრთლოში (მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი) – 12-13 ნოემბერი; 

•             სადისკუსიო კლუბის შეხვედრა, საქართველოს და საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა (საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი და მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი) – 14 ან 15 ნოემბერი; 

•             პრაქტიკული დავალებები / კონკურის -  ქეისების მიხედვით სასამართლოს მეგობრის მოსაზრებების მომზადება  და ჟიურის მიერ გამარჯვებულების გამოვლენა  - 15 ნოემბერი - 20 დეკემბერი; 

•             პროექტის 2 გამარჯვებულის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში მიმდინარე 10 საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებების მომზადება და სასამართლოსთვის წარდგენა - 2017 წლის იანვარი - ივნისი (თითოეული სასამართლოს მეგობრის პოზიციისთვის ჰონორარირ 100$-ის ექვივალენტი ლარში);

•             პროექტის დახურვა - 2017 წლის ივლისი;

პროექტი დაფინანსებულია ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ. 

პროექტის პარტნიორები: მართლმსაჯულების გაძლირებისა და სასამართლებრივი განათლების ცენტრი, საქართველოს ახალხო დამცველის აპარატი, თბილისის საქალაქო სასამართლო.

პროექტის მედია მხარდამჭერები: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“, საინფორმაციო სააგენტო „ლიბერალი“ და ანალიტიკური/საინფორმაციო სააგენტო „მედია კლუბი“. 

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრს“:

ელ. ფოსტა: civilinvolvement@gmail.com

ტელ:  597 79 73 11 – ლაშა გიორგაძე

                577 05 61 17 - შოთა როსტომაშვილი

იხ. აპლიკაციის ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc90MozKi19js-fxOxeivlNk4lq5rashW2lnP_pi-jL1MPr6g/viewform

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics