|
2016-10-07 13:03:30, 2500 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის პოლიციამ სტამბოლში აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილი დააკავა
თურქეთის პოლიციამ “ქურთისტანის მუშათა პარტიის” მებრძოლი დააკავა, რომელიც სტამბოლში გუშინ მომხდარი აფეთქების მოწყობაშია ეჭვმიტანილი, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი თურქულ სახელმწიფო სააგენტო Anadolu-ზე დაურდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქებასთან დაკავშირებით 6 ადამიანია დაკავებული. აფეთქების სავარაუდო ორგანიზატორს დაკავებისას თან აღმოაჩნდა პირადობის დამადასტურებელი ყალბი მოწმობა. ის აქსარაის პროვინციაში დააკავეს. შეგახსენებთ, რომ აფეთქება სტამბოლში, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე იენიბოსნას რაიონში, პოლიციის განყოფილებასთან მოხდა. გამოძიების ცნობით, აფეთქდა დანაღმული მოტოციკლი. ინციდენტის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)