00:57 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 17:44:44, 618 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იზორია ლიტვის ელჩს გეიდრიუს პოუჯიუნასს შეხვდა

ლატვიის რესპუბლიკის ელჩის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლიტვის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ვიტაუტას რაკაუსკასი დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და მომავალში მისი გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ლევან იზორიამ გეიდრიუს პოუჯიუნასს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპელემენტაციის პროცესში მხარდაჭერისა და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ექსპერტის მოვლინებისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბარი შეეხო ლიტვასა და საქართველოს შორის კიბერუსაფრთხოების, ლოგისტიკისა და სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროში ურთიერთობას, ასევე, საქართველოსა და ლიტვის სპეციალური ოპერაციების ძალების ინტენსიურ თანამშრომლობას, მათ შორის, ერთობლივ წვრთნებს, რომელშიც სპეციალური ოპერაციების ძალები მონაწილეობენ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება ლიტვის მხრიდან საქართველოსთვის სამხედრო განათლების კუთხით გაწეულ მხარდაჭერაზეც გაამახვილა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ სამხედრო განათლების მიმართულებით, ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა მომავალშიც შენარჩუნდება.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics