|
2016-10-06 16:49:38, 620 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი IRI-ის და NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს IRI-ის და NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, საარჩევნო გარემოს და წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობას შეეხო. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, უმნიშვნელოვანესია ის საქმე, რასაც სადამკვირვებლო მისიები ახორციელებენ არჩევნებამდე პერიოდში და არჩევნების დღეს საქართველოში. "ასევე, უმნიშვნელოვანესია, რომ მთელმა სახელისუფლებო სტრუქტურამ უზრუნველყოს არჩევნების ნორმალურად, მშვიდობიან, თავისუფალ გარემოში ჩატარება. ის, რომ ამომრჩეველი მაქსიმალურად ბევრი მივიდეს არჩევნებზე და, რაც მთავარია, 2016 წლის არჩევნები, როგორც ქვეყნის მოსახლეობისთვის, ისე დამკვირვებელთა შეფასებით იყოს დემოკრატიული, სამართლიანი და კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში", - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ბოძაშვილი.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)