2016-10-06 15:07:59, 577 ნახვა
საზოგადოება
თრუსოს ხეობაში მაშველებმა 3 ადამიანი გადაარჩინეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ყაზბეგში, თრუსოს ხეობაში, სამი ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს.
შსს-ს ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ თრუსოს ხეობაში სალაშქროდ წასულ სამ ახალგაზრდას, ამინდის გაუარესებისა და რთული რელიეფის გამო, გზის გაკვლევა გაუჭირდა და დახმარება ესაჭიროებოდა.
„შეტყობინების მიღებისთანავე, სააგენტოს მაშველები შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შემთხვევის ადგილზე გადაფრინდნენ. წარმატებით ჩატარებული სამაშველო ღონისძიებების შედეგად, ახალგაზრდები დროულად იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ამ დროისათვის მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან