|
2016-10-06 15:05:23, 2693 ნახვა
მსოფლიო
იდლიბის პროვინციაში ISIS-ის ტერაქტს 29 ადამიანი ემსხვერპლა
სირია-თურქეთის საზღვართან ახლოს აფეთქების შედეგად სულ მცირე 29 ადამიანი გარდაიცვალა, 40-მდე კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედია საშუალების ცნობით, აფეთქება იდლიბის პროვინციაში ყარაულის შეცვლის დროს მოხდა. როგორც BBC ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, უცნობია თუ რამ გამოიწვია აფეთქება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. კიდევ ერთი ვერსიით, აფეთქება დისტანციური მართვით მოხდა. "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფ სააგენტოს ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი მანქანაში აიფეთქა და მისი სამიზნე აჯანყებულთა კონვოი იყო. ამასთან, ადგილობრივი აქტივისტების თქმით, ტერიტორიაზე ყუმბარებით სავსე დიპლომატი აფეთქდა. შეგახსენებთ, რომ აგვისტოში იდლიბის პროვინციაში "ისლამური სახელმწიფოს" მიერ მოწყობილ ტერაქტს 32 მეამბოხე ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)