2016-10-06 14:34:50, 1487 ნახვა
სამართალი
ოქრუაშვილისთვის ცეცხლის გახსნის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
გორის რაიონულმა სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილისთვის ცეცხლის გახსნის საქმეზე ბრალდებულ ალექსანდრე ინდუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, მიღებული გადაწყვეტილებით კი, სასამართლომ უწყების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, ინდუაშვილი პოლიციას ორი დღის წინ თავად ჩაბარდა.
შეგახსენებთ, რომ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი ოქრუაშვილს 2 ოქტომბერს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლი გაუხსნეს, რა დროსაც ოქრუაშვილის თანმხლები ორი ადამიანი დაიჭრა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან