|
2016-10-05 17:42:21, 1097 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: ზუსტად სამ დღეში, „დიდი ქოციანობა“ დასრულდება
„ზუსტად სამ დღეში, „დიდი ქოციანობა“ დასრულდება“, - ასე მიმართა ექს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებს. მისი თქმით, ძალიან მალე საქართველო ისევ გააგრძელებს წინსვლას და ქვეყანაში დიდი აღმშენებლობა დაიწყება. „ჩემი გული თქვენთან უნისონში ძგერს. ჩვენი გამარჯვება ითვლის არა თვეებს და კვირეებს, არამედ დღეებს. „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იქნება თქვენი მოკავშირე ყველა ბრძოლაში. მივესალმები ყველა რეგიონის წარმომადგენელს. მივამართავ ასევე სტუდენტებს, სოციალურად დაუცველებს ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით. მივესალმები თბილისელებს, გპირდებით რომ ჩვენ გავიმარჯვებთ თბილისში. გამარჯვება უკვე ძალიან ახლოა. შევხვდებით გამარჯვებულ საქართველოში“, - განაცხადა სააკაშვილმა. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, „ხალხი ფეოდალის ხელში ყოფნით დაიღალა“. „ჩვენს ხალხს არ უნდა მუდმივად წარსულში ქექვა. მთავრობის ერთადერთი გასართობი არის კომპრომატების მუდმივი ძებნა. მინდა ვუთხრა პოლიციელებს და ჯარისკაცებს, რომ მათით ვამაყობთ, ყველას გვაერთიანებს ერთი სურვილი რომ სახელმწიყფო იყოს ძლიერი“,-განაცხადა სააკაშვილმა. სააკაშვილმა ექს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის უცხოეთში სასწავლებალდ უნდა გაუშვას. „„ჩვენ უნდა დავუშვათ ერთი გამონაკლისი. კონკურსგარეშე და სახელმწიფოს დაფინანსების სასწავლებალად უნდა დავუშვათ ერთი ადამიანი,ესაა ბიძინა ივანიშვილი. აქამდე ოლიგაქრი არ უნდა მართავდეს სახელმწიფოს“, - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)