17:55 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 15:18:41, 1248 ნახვა

სამართალი
არასამთავრობოები აფეთქებაზე: აღნიშნული ინციდენტის გამოძიება საგამოძიებო ორგანოებისთვის ღირსების საკითხი უნდა გახდეს

არასამთავრობო ორგანიზაციები გუშინ თბილისში მომხდარ აფეთქების ფაქტს ეხმაურებიან.

როგორც არასამთავრობოების განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ქმედება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.

მათივე განმარტებით, მის უკან მდგომი ძალების სურვილია საქართველოში დესტაბილიზაცია და არჩევნების დაძაბულ გარემოში ჩატარება.

"პირველ რიგში, წუხილს გამოვთქვამთ დაზარალებული მოქალაქეების გამო, რომელთაგან ერთ-ერთის მგომარეობა კვლავ მძიმეა. 

 ამ შემთხვევას წინ უძღვოდა შეიარაღებული თავდასხმა დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ოქრუაშვილზე გორში, და ძალადობრივი ინციდენტის შედეგად „ქართული ოცნების“ აქტივისტების დაშავების ფაქტი ზუგდიდში. მაშინ როცა, რიგი გამოწვევების მიუხედავად, ამ ინციდენტებამდე საარჩევნო პერიოდი პოზიტიური გარემოთი ხასიათდებოდა, მსგავსი ქმედებები ცალსახად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და საფრთხეს უქმნის მშვიდ და სტაბილურ საარჩევნო გარემოს, ქმნის სიტუაციის ესკალაციის რისკებს და აჩენს მნიშვნელოვან კითხვებს, რომლებზეც პასუხის გაცემა სამართალდამცავი ორგანოებისთვის გამოწვევაა. ამ გამოწვევასთან  გამკლავება მათი საქმიანობის უმთავრეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს",-აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს უპირველეს ამოცანად დაისახონ არჩევნების დღის და მანამდე დაგეგმილი აქციების თუ სხვა წინასაარჩევნო ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

"მოვუწოდებთ ასევე, სწრაფად, სრულყოფილად, გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად გამოიძიონ მომხდარი და ადეკვატურად დასაჯონ დამნაშავეები. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ინციდენტის გამოძიება საგამოძიებო ორგანოებისთვის ღირსების საკითხი უნდა გახდეს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ეს საკითხი პოლიტიკური ბრალდებების საგანი გახდა.  აქვე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, არჩევნების წინ არსებული პოლიტიკური ტემპერატურის ფონზე: გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა; უარი თქვან დაპირისპირებისა და ესკალაციის საფრთხის შემცველ ქმედებებზე; ყველა ღონე იხმარონ იმისათვის, რათა თავიდან აიცილონ სიტუაციის ძალადობრივი მიმართულებით განვითარება; ხელი შეუწყონ მშვიდობიან და სამართლიან საარჩევნო გარემოს;  გამოძიების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე უარი თქვან პოლიტიკურ ბრალდებებზე",-ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამოქალაქო განვითარების სააგენტო და ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია,
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics