|
2016-10-05 14:03:57, 852 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: როდესაც სიძულვილი არჩევნებში გამარჯვების მთავარი იარაღია, ტრაგიკული ფაქტები არ არის გამორიცხული
„როდესაც არჩევნებში გამარჯვების მთავარი იარაღი არის სიძულვილი, მაშინ სამწუხარო და ტრაგიკული ფაქტები არ არის გამორიცხული“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა თბილისში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, გუშინდელი ფაქტი ლოგიკური გაგრძელებაა იმ პროცესის, რომელსაც ერთის მხრივ „ქართული ოცნება“, მეორეს მხრივ „ნაციონალური მოძრაობა“ ამკვიდრებს ქვეყანაში. „როდესაც სიძულვილი არის მთავარი იარაღი არჩევნებში გამარჯვების, მაშინ ასეთი სამწუხარო და ტრაგიკული ფაქტები არ არის გამორიცხული.რა თქმა უდნა ,ყველამ ჩვენ უნდა დავგმოთ ყველა ის ადამიანი, ვისაც რაიმე შეხება აქვს ამ ქმედებასთან. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ჩვენზე, საქართველოს მოქალაქეებზე ვიღაცეებმა მოახდინონ ისეთი გავლენა, როგორიც მათ სურთ,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. ცნობისთვის, გუშინ, თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომობილი აფეთქდა. დაშავებულია ოთხი პირი.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)