09:25 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 13:52:59, 858 ნახვა

საზოგადოება
ვინ გაყიდა მცხეთის რაიონში მილიონობით კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 2014-2016 წლებში?!

2014 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით, სოფელ მუხრანში, მილიონ 12 ათას 505 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 72.09.26.093), სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კუთვნილება იყო.

2016 წლის 14 ივლისს, აღნიშნული მიწის ნაკვეთი დავით ისახანაშვილმა იყიდა (პირადი ნომერი: 01024070232). მან, თავის მხრივ, 2016 წლის 31 აგვისტოს, მილიონ 12 ათას 505 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი შპს „ვექტრუმ 2015“-ს მიყიდა.

ანალოგიური მეთოდით  გაიყიდა სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კიდევ  622 740 კვადრატული მეტრი.  ყველა  შემთხვევაში  სქემა  ასეთია: მიწის ნაკვეთებს სახელმწიფოსგან - ყიდულობს  დავით ისახანაშვილი და  ეს უკანასკნელი  თავის მხრივ  ასხვისებს შპსვექტრუმ 2015“-ზე, რომლის მფლობელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით  თავად დავით ისახანაშვილია.  ასეთ  სრულიად კომიკურ  სიტუაციაში გასხვისებულია  2 მილიონამდე კვადრატული მიწის  ნაკვეთი. წყაროს ინფორმაციით   მიწები „კაპიკებად“ გაიყიდა  და  თან ყველანაირი   საინვესტიციო ვალდებულების გარეშე.

ყველაფერი  ეს კი ხდება იმ ფონზე, როდესაც ძალისში, ნიჩბისსა და ქანდაში, გლეხები მიწის ნაკვეთებს ვერ ირეგისტრირებენ. მათ მთელი რიგი პრობლემები აქვთ სახელმწიფოსგან, რომლის მოგვარებასაც მოქმედი მაჟორიტარი ხუნდაძე უსასრულოდ აჭიანურებს. ეს მაშინ, როცა  ვიღაცისდახმარებით, „ისახანაშვილებიმილიონობით კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთებს უპრობლემოდ ყიდულობენ.

„საძოვრები გაგვისხვისეს.  ვისთან მივიდეთ და  სად დავიჩივლოთ?   დიმიტრი ხუნდაძის გარეშე ვინ გაასხვისებდა  ამხელა ტერიტორიებს.  ისე მოირგო ჩვენი მიწა-წყალი თავად  და თავისი ნათესავებისთვის, რომ  მალე ალბათ  ესეც  ცოტა მოეჩვენება და   დუშეთისა და თიანეთის  ტერიტორიებსაც  გადაწვდება.  ბევრად  არ ეპიტნავება ზაქარია ქუცნაშვილი და   გვიკვირს  აქამდე ივანიშვილს  მთელი ამ რეგიონის  გაერთიანება  არ მოთხოვა მისთვის“, -  უკვირს  მუხრანის მკვიდრს  და  იქვე დასძენს: „ერთხელაც იქნება და მთელს  ჩვენს  საქონელს თავს მოვუყრით და მივადგებით  ხუნდაძეს - მაწველები  კი ჰყავს  გარშემო და იქაც შემოგვეშველება“. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics